„ბიუჯეტს ჩვენ ვავსებთ, მეგობრებო, თუ ამის საშუალება არ მოგვეცემა, ხელფასს ვერავინ გადაგიხდით“ – კახა ხაზარაძე საჯარო სექტორს

ბიზნესმენი და აი სი არ ჯგუფის ხელმძღვანელი კახა ხაზარაძე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. როგორც მანდ bmgtv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა შექმნილი ვითარება ეკონომიკას და ბიზნესს მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს, რაც თავის მხრივ ნეგატიურად აისახება საჯარო სექტორზეც. მისი თქმით, ბიუჯეტს ბიზნესი ავსებს და თუ ბიზნესს ამის საშუალება არ ექნება საჯარო სექტორში დასაქმებულებს ხელფასს ვერავინ გადაუხდის.
„საჯარო სექტორს მინდა ავუხსნა. ბიუჯეტს ჩვენ ვავსებთ, მეგობრებო. ჩვენ თუ ამის საშუალება არ მოგვეცემა, ხელფასს ვერავინ გადაგიხდით“ – აღნიშნა კახა ხაზარაძემ