ბიუჯეტმა თამბაქოს აქციზიდან რეკორდული, 721.6 მილიონი ლარი მიიღო

2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს ბიუჯეტში თამბაქოს აქციზიდან მიღებული თანხა რეკორდულად, 46%-ით გაიზარდა და 721.6 მილიონ ლარს მიაღწია.
არსებული მდგომარეობით, ადვალური აქციზიდან მიღებული თანხა ფიქსირებულ აქციზს აჭარბებს. 2024 წლის 7 თვეში ადვალური აქციზიდან შესული თანხა 385.478 მლნ ლარი იყო, ხოლო ფიქსირებული აქციზიდან 336.184 მლნ ლარი.
თამბაქოს აქციზი ორ ნაწილად იყოფა, მათგან პირველია სტანდარტული აქციზური მარკა, რომელიც კოლოფზე 1.7 ლარს შეადგენს, ხოლო მეორეა გადასახადის ადვალური კომპონენტი. ადვალური გადასახადი ცვლადია და ის თამბაქოს სარეალიზაციო ფასიდან დაითვლება და მთლიანი ღირებულების 30%-ს შეადგენს.