ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მაჩვენებლებით, გეგმა სრულდება, თუმცა ზრდის ტემპის კლება შეინიშნება- გიორგი ელიზბარაშვილი

ბიუჯეტის 6-თვიანი შესრულების მიხედვით, სამთავრობო გეგმა ძირითადად სრულდება, თუმცა დეტალური ანალიზის დროს გარკვეული პრობლემები იკვეთება, ამის შესახებ ანალიტიკოსმა გიორგი ელიზბარაშვილმა რადიო “კომერსანტთან” ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ბიუჯეტის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელებულია.
კერძოდ, ბიუჯეტის შემოსულობები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2023 წელს 22%-ით გაიზარდა, 2024-ში – 14%, ხოლო2025 წელს მხოლოდ 6%-იანი ზრდა გვაქვს.
,,ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მაჩვენებელს თუ ავიღებთ, მთლიანი გეგმა შესრულებულია – შემოსულობების ნაწილი და გადასახადების ნაწილი. თუმცა, არის გარკვეული პრობლემებიც და ეს პრობლემები არის ზრდის ტემპის კლება. მაგალითად, იმავე 8 მაჩვენებელს თუ ავიღებთ და წინა წლის შესაბამის პერიოდს შევადადებთ, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის ტემპი იყო 22% შემოსულობების. 2024 წლის იანვარ-აგვისტოში ზრდა იყო უკვე 14%, მიმდინარე წელს კი 6%-იანი ზრდა არის. თუ ავიღებთ გადასახადების ნაწილს, რაც ბიუჯეტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, 2023 წელს იყო 22%-ანი ზრდა, 2024 წელს 20%, ხოლო წელს – 8%. აქვე გასათვალისწინებელია კიდევ ერთი დეტალი, რომ გასული წლის იანვარ-აგვისტოში ინფლაცია იყო 1,2%, წელს კი 3,5% გვაქვს. კატასტროფული მდგომარეობა არ არის, ბიუჯეტი სრულდება, მაგრამ გარკვეული პრობლემები არსებობს”,- აღნიშნა ელიზბარაშვილმა.