ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაინიცირდა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაუქმდება

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება მოხდა, რომლის მიხედვით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაუქმდება.
ცვლილებებით, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდება და გაუქმდება სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობები.
ცვლილებებით, აღნიშნული თანამდებობის პირებისათვის, ასევე სამსახურის თანამშრომლებისთვის ფულადი კომპენსაციის მიცემის ვალდებულება განისაზღვრება.
კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის ის საქმეები, რომლებზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა ვრცელდებოდა, პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში გადავა.