კრიპტოვალუტა ბიტკოინის ღირებულებამ 105 ათას დოლარს გადააჭარბა. როგორც „როიტერი“ წერს, ეს პირველი შემთხვევაა ამ ვალუტის ისტორიაში, როდესაც ბიტკოინის ღირებულებამ 105 000 დოლარს გადააჭარბა.
როგორც სააგენტო იუწყება, ბიტკოინის მიმართ ინტერესის ზრდა ძირითადად გამოწვეულია კრიპტოინვესტორების იმედებით აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამომავლო გადაწყვეტილებისადმი, რომელმაც მანამდე არაერთხელ გამოხატა კეთილგანწყობა კრიპტოვალუტის მისამართით.
ცნობისთვის, 5 დეკემბერს ბიტკოინის ღირებულებამ 100 ათასს დოლარს გადააჭარბა. ეს დროში დაემთხვა დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ის აპირებს, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის ხელმძღვანელად კრიპტოვალუტების მხარდამჭერი პოლ ატკინსი დანიშნოს. მანამდე ტრამპმა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელად სკოტ ბესენეტი წარადგინა, რომელიც ასევე დადებითად არის განწყობილი კრიპტოვალუტების მიმართ.
ტრამპი ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის პერიოდში აცხადებდა, რომ ის აპირებს კრიპტოვალუტების რეგულაციების შემსუბუქებას და აშშ-ის „კრიპტოვალუტის ცენტრად“ გადაქცევას.
1tv.ge