კრიპტოვალუტა ბიტკოინის ღირებულებამ 105 ათას დოლარს გადააჭარბა. როგორც Reuters-ი წერს, ეს პირველი შემთხვევაა ამ ვალუტის ისტორიაში, როდესაც ბიტკოინის ღირებულებამ 105 000 დოლარს გადააჭარბა.
ბიტკოინის მიმართ ინტერესის ზრდა ძირითადად გამოწვეულია კრიპტოინვესტორების იმედებით აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სამომავლო გადაწყვეტილებისადმი, რომელმაც მანამდე არაერთხელ გამოხატა კეთილგანწყობა კრიპტოვალუტის მისამართით.