ბიტკოინის ღირებულებამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დაამყარა

ბიტკოინმა, ხუთშაბათს, 14 აგვისტოს, ისტორიული მაქსიმუმი განაახლა და ერთ მონეტაზე 124 210 დოლარზე მეტს მიაღწია, რადგან ინვესტორები უფრო აქტიურად დაიწყეს რისკიან აქტივებში კაპიტალის ჩადება,- ამის შესახებ CoinMarketCap-ის მონაცემები მოწმობს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ოთხშაბათ საღამოს, 13 აგვისტოს, ნიუ-იორკში, პირველი კრიპტოვალუტა 123 500 დოლარის ნიშნულს გადააჭარბა, რაც 14 ივლისს დაფიქსირებულ წინა რეკორდს აღემატება.
ანალიტიკოსები ზრდას -ში უფრო ხელსაყრელ საკანონმდებლო პოლიტიკას უკავშირებენ.
ზრდას ასევე ხელი შეუწყო -ში ინფლაციის სტაბილურმა მაჩვენებლებმა და მოლოდინმა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა უკვე სექტემბერში განაკვეთებს შეამცირებს, რაც ხელს უწყობს კაპიტალის გადინებას ტრადიციული აქციებიდან ციფრულ აქტივებში.

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს