ბიტკოინის ფასმა $41 500 მიაღწია

კრიპტოვალუტის ინდუსტრიის ლიდერებმა ბიტკოინის ზრდის ახალი ტენდენციის დაწყების შესახებ გამოაცხადეს, რის შედეგადაც, შესაძლოა, ბიტკოინის ფასმა, 2024 წლის ბოლოს, ყველა დროის მაქსიმუმს – $100 000-ს მიაღწიოს. ახლა მისი ფასი $41,5 ათასზე მეტია.
CNBC წერს, რომ ბიტკოინი წელიწადში 150%-ით გაიზარდა და ბევრი ამ მაჩვენებელს ოპტიმისტურად უყურებს და ამბობს, რომ ზრდა 2024 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება.
„ისეთი გრძნობაა, რომ 2023 წელი იყო მომზადების წელი იმ „ხარის ტალღისთვის“, რომელიც ჯერ კიდევ წინაა. 2024 და 2025 წლებისთვის განწყობა ძალიან ოპტიმისტურია“, – ამბობს პასკალ გოტიე, ლეჯერის აღმასრულებელი დირექტორი.
ციფრული ვალუტის ბოლო ყველა დროის მაქსიმუმი, თითქმის $69,000, მიღწეული იქნა 2021 წლის ნოემბერში. მას შემდეგ კრიპტო ინდუსტრიას მრავალი პრობლემა შეექმნა, დაშლიდან დაწყებული გაკოტრებამდე და კრიმინალურ სასამართლო პროცესებამდე. FTX, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბირჟა, დაიშალა და მის დამფუძნებელს სემ ბენკმან-ფრიდს 100 წელზე მეტი პატიმრობა ემუქრება მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს კრიმინალური თაღლითობის 7 პუნქტში.