ბიტკოინის ფასი $93 684-მდე დაეცა – Reuters
კრიპტობირჟაზე ბიტკოინის ღირებულება 1.59%-ით დაეცა და 93,684 აშშ დოლარი შეადგინა, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, კრიპტოვალუტის კლების ტენდენცია კვლავ ინვესტორთა მხრიდან დაბალ მოთხოვნას უკავშირდება.
ბიტკოინის კლება გამოხატავს როგორც მოკლევადიან სპეკულაციურ რისკებს, ასევე ბაზრის ზოგიერთ სტრუქტურულ ცვლილებას, რაც ინვესტორებს დამატებით სიფრთხილისკენ მოუწოდებს.




