ბიტკოინის უპრეცედენტო ზრდა – კრიპტოვალუტა $90 000-ს უახლოვდება
12 ნოემბრისთვის ბიტკოინის ღირებულებამ 90 000$-s მიაღწია. ეს დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ციფრული ვალუტის ყველაზე მაღალი ფასია. ტრეიდერები ღირებულების ზრდას ისევ ვარაუდობენ, მთავარი მიზეზი კი 47-ე პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიპტო-მეგობრული დამოკიდებულებაა.
ბოლო მონაცემებით, (თბილისის დროით 11:12 საათი) ერთი ბიტკოინი 89 816 დოლარია, რაც 7-დღიან ინტერვალში 29.5%-იანი ზრდაა. ამასთან, აღნიშნული კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია 1.78 ტრილიონ დოლარს აჭარბებს.