ბიტკოინის მიმართ ინტერესის რეიტინგში ელ სალვადორი ლიდერობს – ნახეთ რეიტინგი

ბიტკოინის მიმართ ინტერესის მიხედვით ქვეყნების რეიტინგში 2023 წელს პირველი ადგილი ცენტრალური ამერიკის პატარა ქვეყანამ – ელ სალვადორმა დაიკავა. ინფორმაციას Cointelegraph-ი Google Trends-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბიტკოინის მიმართ ინტერესის რეიტინგში მეორე ადგილზე ბრაზილიაა, რომელმაც ნიგერია ჩაანაცვლა. Google-ის ძიების მონაცემები ცხადყოფს იმას, რომ ბიტკოინის მიმართ მზარდი პოპულარობის მქონე ლათინური ამერიკაში, ნიგერიელი მომხმარებლები ბიტკოინიდან სხვა ციფრულ აქტივებზე გადაერთvნენ.
2022 წელს ამ რეიტინგში პირველ ადგილზე ელ სალვადორი იყო, მეორეზე – ნიგერია, ხოლო მესამეზე – ბრაზილია.
ელ სალვადორმა, მსოფლიოში ერთადერთმა ქვეყანამ, რომელმაც ბიტკოინი ლეგალურ გადახდის საშუალებად აღიარა, 7 დეკემბერს დაიწყო „მოქალაქეობის შემოწირულების პროგრამა“, რომელიც BTC-ში 1 მილიონი დოლარის სანაცვლოდ სალვადორული პასპორტის მიღების შესაძლებლობას იძლევა.
ბიტკოინის ინდუსტრია აქტიურად ვითარდება ბრაზილიაში. აქ, უმსხვილესმა კერძო ბანკმა, Itaú Unibanco-მ, ცოტა ხნის წინ ახალი ბიტკოინის სავაჭრო სერვისი წარუდგინა მომხმარებელს. ბრაზილიაში BTC-ის მზარდი პოპულარობის გამო, ქვეყნის ხელისუფლებამ რეგულირების საკითხის გაძლიერება გადაწყვიტა. ცენტრალური ბანკის გუბერნატორმა რობერტო კამპოს ნეტომ ეს იმით ახსნა, რომ ციფრული აქტივები გამოიყენება გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით.
იმავდროულად, სუბ-საჰარის აფრიკამ შეადგინა გლობალური ბიტკოინისა და კრიპტოვალუტის ტრანზაქციების მოცულობის 2.3% 2022 წლის ივლისიდან 2023 წლის ივნისამდე. ნიგერიაში, ბიტკოინისა და სხვა ციფრული აქტივების მიმართ ინტერესი ძირითადად 2023 წლის ივნისსა და ივლისში გაიზარდა, როდესაც ნაირას ღირებულება დაეცა.

ასევე დაგაინტერესებთ