პირველად ისტორიაში, ბიტკოინის კურსმა გადააჭარბა 90 000 დოლარს. ორ დღეში მთავარი კრიპტოვალუტის ფასი 10 000 დოლარზე მეტით გაიზარდა.
ამ დროისთვის ბიტკოინის კაპიტალიზაციამ 1,78 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.
ცნობისთვის, ყველაზე ღირებული აქტივების გლობალურ რეიტინგში ბიტკოინი ჩამორჩება მხოლოდ ოქროს, Nvidia-ს, Apple-ს, Microsoft-ს, Google-ს, Amazon-სა და Saudi Aramco-ს აქტივები.