ბიტკოინის კურსმა პირველად გადააჭარბა 97 000 დოლარს და განაახლა ისტორიული მაქსიმუმი

ბიტკოინის კურსმა პირველად გადააჭარბა 97 000 დოლარს -ს უმსხვილეს კრიპტო ბირჟაზე, რითაც კიდევ ერთხელ განახლდა მისი მაქსიმუმი და მიუახლოვდა 98 000 დოლარიან ნიშნულს.
ბიტკოინის ღირებულების ზრდა, ჩრდილოეთ ამერიკელი ტრეიდერების მხრიდან კრიპტოვალუტაზე მოთხოვნის მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს.
დღეს, 9:00 საათისთვის ბიტკოინი 97,083 დოლარად ივაჭრებოდა.
ამ დროისთვის მისი კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 ტრილიონი დოლარია და ის იკავებს მთელი კრიპტო ბაზრის კაპიტალიზაციის 61.6%-ს.
ცნობისთვის, ყველაზე ღირებული აქტივების გლობალურ რეიტინგში ბიტკოინი ჩამორჩება მხოლოდ ოქროს, Nvidia-ს, Apple-ს, Microsoft-ს, Google-ს, Amazon-სა და Saudi Aramco-ს აქტივები.