ბიტკოინის კურსმა ისტორიული რეკორდი განაახლა

ბიტკოინის კურსმა ისტორიული რეკორდი განაახლა. კრიპტოვალუტის ზრდა შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. დღეს ბიტკოინმა 80 ათასი დოლარის ზღვარი გადალახა, რაც იმას ნიშნავს რომ ერთ კვირაში 15,97%-ით მოიმატა.
Binance კრიპტობირჟის მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულებამ ისტორიაში პირველად გადააჭარბა 80 ათას დოლარს და მაშინვე მიაღწია რეკორდულ 80,071.17 დოლარს, თუმცა, ნახტომის შემდეგ, კრიპტოვალუტის ღირებულებამ კლება დაიწყო.
დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 3,93%-ით გაიზარდა. გასული კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტამ 15,97% მოიმატა.
ბიტკოინის ფასმა მატება დაიწყო 5 ნოემბერს, -ის საპრეზიდენტო ს დღეს. იმ დროს ბიტკოინის ფასი 68 ათასი დოლარი იყო.
TradingView-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტების მთლიანი კაპიტალიზაცია გასული დღის განმავლობაში 3,76%-ით გაიზარდა და 2,681 ტრილიონი დოლარი შეადგინა.
ბიტკოინის ბაზრის წილი 10 ნოემბრის მდგომარეობით 56,236%-ს შეადგენს.