ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად დაეცა

რეკორდული შედეგის დაფიქსირების შემდეგ, ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად დაეცა.
ამჟამად ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ 120 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ერთ დღეში 9%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
თითქმის 15%-ით დაეცა ბიტკოინის ღირებულება ის ამჟამად 56,800 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $1.1 ტრილიონის ფარგლებშია.
რაც შეეხება ეთერიუმს, რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოაქტივის ფასი 2,800 დოლარს შეადგენს, რაც 13%-ით შემცირებული მაჩვენებელია, მისი კაპიტალიზაცია კი $345 მილიარდს შეადგენს.
კრიპტოაქტივების ფასების შემცირება პირდაპირ კავშირშია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კონფლიქტის ესკალაციასთან და ს წინააღმდეგ ირანის მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან, რაც რეგიონში გეოპოლიტიკური დაპირისპირების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.
ასევე გასათვალისწინებელია FED-ისა და ECB-ის მხრიდან მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გახანგრძლივების რისკი, რასაც ინვესტორები განსაკუთრებით ნეგატიურად იღებენ.
bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ