ბიტკოინის და ეთერიუმის ფასები გაიზარდა

კრიპტოინდუსტრია აღმასვლას განაგრძობს – გასული 24 საათის განმავლობაში ბაზრის საერთო შეფასება 1%-ით გაიზარდა და 2 ტრილიონ 310 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ბიტკოინის ფასმა 67,300 დოლარი შეადგინა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 1 ტრილიონ 330 მილიარდი დოლარი გახდა, რაც ერთ კვირაში 10.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ეთერიუმის ფასი 2,600 დოლარი გახდა, მისმა საბაზრო შეფასებამ კი 315 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ შემთხვევაში, ზრდის მაჩვენებელი 10%-ს აჭარბებს.
კრიპტობირჟის აღმასვლას ის საბაზრო ტენდენცია განსაზღვრავს, რომელიც უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე ფიქსირდება. ამჟამად ამერიკული ინდექსები რეკორდულ ნიშნულს უახლოვდებიან, ეს კი სხვა აქტივების ღირებულებაზე, მათ შორის ბიტკოინზეც პოზიტიურად აისახება.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბიტკოინის და ეთერიუმის ETF-ების დამტკიცებამ კრიპტოაქტივების მიმართ ინსტიტუციური ინვესტორების ინტერესის ზრდა გამოიწვია, განსაკუთრებით მაღალი ინტერესი კი საინვესტიციო ფონდების მხრიდან ჩანს.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებაზე გადაერთო, ეს კი კრიპტოაქტივების ღირებულებაზე პოზიტიურად აისახება.
bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ