ბირჟაზე ნავთობის ფასი შემცირდა

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა.
ერთ დღეში საქონლის ღირებულება 1.5%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 85.5 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI-ს ფასი კი 82 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
რუსულ ნავთობის ბარელი Urals-ის ფასი კი 82 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ერთ თვეში დაახლოებით 17%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო ერთ წელიწადში მატება 40%-ს აღწევს.
ანალიტიკოსების შეფასებით, ბოლო 48 საათის განმავლობაში ნავთობის გაიაფება -ის მხრიდან ნედლი ნავთობის წარმოების ზრდით და ბაზრის გაჯერებითაა განპირობებული. გარდა ამისა, შედარებით შემცირებულია გეოპოლიტიკური რისკები ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, რაც ენერგორესურსების გაიაფებას უწყობს ხელს.
ფასის არასტაბილურობის ფონზე, ექსპერტები არ გამორიცხავენ OPEC-ის მხრიდან ინტერვენციის ალბათობას.