ბირჟაზე ნავთობის ფასი იზრდება

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ერთ დღეში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 1.5%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 69 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 64 დოლარის ფარგლებშია. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 63 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
ნავთობის გაძვირებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, აზიის რეგიონში მოთხოვნის ზრდა და OPEC-ის მხრიდან IV კვარტალში მიწოდებასთან დაკავშირებით კონსერვატიული პროგნოზის წარმოდგენა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: და ამ ქვეყანაში კიდე ვიღაცები კითხულობენ, ვართ თუ არა უკვე რუსეთში? და კიდე რაღაცა ნიშნებს ელოდებიან, რომ დარწმუნდნენ იმაში, რომ ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე არის რუსული რეჟიმი