ბირთვული ომის საფრთხის გამო დიდ ბრიტანეთში ბუნკერებზე მოთხოვნა გაიზარდა – Telegraph

2023 წელს და განსაკუთრებით ბოლო ექვს თვეში, დიდ ბრიტანეთში, ბირთვული ომის საფრთხის გამო, კერძო ბუნკერებზე მოთხოვნა გაიზარდა ამის შესახებ Telegraph წერს.
პოლ ტომპსონი, გაერთიანებული სამეფოს Nuke Shelters-ის მფლობელი, ამბობს, რომ ისინი ყოველთვიურად ოთხიდან ხუთ მოთხოვნას იღებენ კერძო ბუნკერებზე.
„მოთხოვნა მართლაც გაიზარდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 2023 წლის განმავლობაში. მოთხოვნების 300-დან 400 პროცენტამდე ზრდა გვქონდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში,” – თქვა ტომპსონმა.
ის აღნიშნავს, რომ ბირთვული კატასტროფისთვის მზადება ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც მოქალაქეები კერძო ბუნკერებს ყიდულობენ.
Telegraph წერს, რომ Shire Pods-მა, რომელიც მანამდე ჰობიტების ქოხებს ამზადებდა, მოთხოვნის ზრდის გამო, ახლახან მიწისქვეშა ბუნკერების წარმოება დაიწყო.
„ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ადამიანები ინტერესდებოდნენ, შეგვიძლია თუ არა მიწისქვეშა ბუნკერების აშენება. რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ვებგვერდზე გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია ბუნკერების მშენებლობის შესახებ, ასობით ადამიანი დაგვიკავშირდა ბუნკერის პროექტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით. „ადამიანთა უმეტესობა ამბობს, რომ ყველაფრის შემდეგ, რაც ში მოხდა, აწუხებს ბირთვული ომის საფრთხე“, – აცხადებს Shire Pods-ის წარმომადგენელი.
Telegraph წერს, რომ ბუნკერების ფასი 10 000 გირვანქა სტერლინგიდან იწყება და 100 000-მდე ადის. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი კომპანია გთავაზობთ სრულად კეთილმოწყობილ ბუნკერებს გამდინარე წყლით, შხაპით, სამზარეულოთი და მზის პანელებით.