ამერიკელმა პოპ მომღერალმა ბიონსემ საზოგადოებას ბიზნესინიციატივა წარუდგინა, რაც ძვირადღირებული ვისკის წარმოებას გულისხმობს. მომღერლის განმარტებით, ბიზნესიდეა შთაგონებულია დიდი ბაბუის მიერ, „მშრალ კანონს“ არ ემორჩილებოდა. შესაბამიდას, არცაა გასაკვირი, რომ ახალ სასმელს მომღერლმა თავისი პაპის, დევის ჰოგის, პატივსაცემად, SirDavis უწოდა.
CNN-ის ცნობით, ბრენდი არის Beyoncé-სა და Moët Hennessy-ს ერთობლივი საწარმო, ლუქს კონგლომერატის LVMH-ის სასმელების განყოფილებაში, რომელიც ღვინის, შამპანურის და ალკოჰოლური სასმელების ათობით ბრენდს, მათ შორის Veuve Clicquot-ს და Dom Pérignon-ს ფლობს.
42 წლის მომღერალი და გრემის 32 გზის გამარჯვებული ბიონსე წლებია აწარმოებს სუნამოს (Cé Noir) და თმის მოვლის ხაზს (Cécred).
