ამერიკელი ბიოლოგი და გენეტიკოსი, ჯეიმზ უოტსონი, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნობელის პრემიის ლაურეატი და დნმ-ის სტრუქტურის ერთ-ერთი თანააღმომჩენი იყო.
მეცნიერის სიკვდილის მიზეზი ხანმოკლე ავადობა გახდა, რის გამოც იგი სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა.
მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი გარღვევა იყო ის, რომ მან 1953 წელს ბრიტანელ მეცნიერ ფრენსის კრიკთან ერთად დნმ-ის ორმაგი სპირალური სტრუქტურა აღმოაჩინა, რამაც მოლეკულური ბიოლოგიის სწრაფი განვითარების საფუძველი ჩაუყარა. ეს იყო მიგნება, რომელმაც მოლეკულური ბიოლოგია და გენეტიკა თავდაყირა დააყენა და უდიდეს წინსვლას დაედო საფუძვლად. მკვლევართა სამეულმა 1962 წელს ნობელის პრემია მიიღო.
მისი გარდაცვალება დაადასტურა Cold Spring Harbor Laboratory-მ, სადაც ის ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა და იკვლევდა, სანამ ამ კომენტარების გამო კანცლერის თანამდებობიდან გადადგომა მოუწევდა.
ყოფილი კოლეგები აღნიშნავენ, რომ უოტსონმა ხელი შეუწყო ქალი მეცნიერების კარიერას ჰარვარდში 1950-იან და 60-იან წლებში, იმ დროს, როდესაც ეს ნორმა არ იყო. თუმცა, მან ასევე გააკეთა დამამცირებელი კომენტარები მეცნიერებაში ქალების შესახებ და დაწერა სექსისტური შენიშვნები ფრანკლინის შესახებ, მათ შორის კომენტარი მის გარეგნობაზე, თავის 1968 წლის ბესტსელერ წიგნში „ორმაგი სპირალი“.
უოტსონი გახდა პირველი ცოცხალი ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელმაც თავისი ოქროს მედალი 2014 წელს აუქციონზე 4.8 მილიონ დოლარად (3.6 მილიონი ფუნტი სტერლინგი) გაყიდა და განაცხადა, რომ მას იმიტომ თმობდა, რომ მისი საკამათო განცხადებების შემდეგ სამეცნიერო საზოგადოებისგან გარიყულად გრძნობდა თავს.
რუსმა მილიარდერმა ის 4.8 მილიონ დოლარად იყიდა და მაშინვე დაუბრუნა.
ჯეიმს უოტსონი ჩიკაგოში 1928 წლის აპრილში დაიბადა ჯინისა და ჯეიმსის ოჯახში, ინგლისელი, შოტლანდიელი და ირლანდიელი კოლონისტების შთამომავლები.
მან 15 წლის ასაკში ჩიკაგოს უნივერსიტეტში სწავლის სტიპენდია მოიპოვა.
იქ ის დიფრაქციის ახალი ტექნიკით დაინტერესდა, რომლის დროსაც რენტგენის სხივები ატომებს აირეკლებოდა მათი შინაგანი სტრუქტურების გამოსავლენად.
დნმ-ის სტრუქტურების კვლევის გასაგრძელებლად, ის ინგლისში, კემბრიჯის უნივერსიტეტში გაემგზავრა, სადაც კრიკს შეხვდა, რომელთანაც შესაძლო სტრუქტურების მასშტაბური მოდელების აგება დაიწყო.
მოგვიანებით, სამეცნიერო აღმოჩენის შემდეგ, უოტსონი და მისი მეუღლე, ელიზაბეთი, ჰარვარდში გადავიდნენ, სადაც ის ბიოლოგიის პროფესორი გახდა. წყვილს ორი ვაჟი შეეძინათ – ერთ-ერთ მათგანს მოზარდობის ასაკში შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს, რამაც უოტსონის კვლევა კიდევ უფრო მოტივაცია მისცა, მეტი გაეგო დნმ-ის შესახებ იმ იმედით, რომ შესაძლოა მას დაეხმარებოდნენ.
1968 წელს მან ნიუ-იორკის შტატში Cold Spring Harbor Laboratory ჩაიბარა – ძველი დაწესებულება, რომლის მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად გადაქცევასაც მას მიაწერენ.




