ბიოდეგრადირებადი პლასტმასი შექმნეს

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა შექმნა პლასტმასის ახალი ტიპი, რომელიც ზღვის წყალში იშლება, ანუ მხოლოდ ზღვის წყალშია ბიოდეგრადირებადი.
ახალი მასალა იქმნება მონომერებისგან, რომლებიც გამოიყენება საკვებ დანამატებში და იქმნება ორგანული ნაერთებისგან. როდესაც მასალა შედის რეაქცუიში მარილიან წყალთან, ის იშლება ნაწილებად, რომლებიც გარდაიქმნება საკვებ ნივთიერებებად და შეიძლება გადადამუშავდეს.
ახალი პლასტმასი გამოყენებული იქნება სხვადასხვა აღჭურვილობისა და წებოვანი სამშენებლო მასალების შესაქმნელად. ის არის გადამუშავებადი და აალებადი.
მეცნიერთა აზრით, მათ გამოგონებას შეუძლია გადაჭრას მსოფლიო წყლების მიკროპლასტიკური დაბინძურების პრობლემა. მიკროპლასტიკები არის პლასტმასის პაწაწინა ნაწილაკები 5 მილიმეტრზე ნაკლები ზომის. ისინი გვხვდება ბევრ ყოველდღიურ ნივთში, მათ შორის კბილის პასტებში, შამპუნებსა და სამკურნალო კაფსულებში და ასევე გვხვდება პლასტმასის ნივთებში, როგორიცაა პოლიეთილემნის პარკები.
ევროკავშირმა აკრძალა პროდუქტების გაყიდვა,რომელიც შეიცავს მიკროპლასტიკს