,,ბიოგრაფი ლივინგი” ხუთ ახალ დეველოპერულ პროექტს იწყებს

,,ბიოგრაფი ლივინგი” დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის მეორე წელს თბილისში კიდევ ხუთ ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს. „ბარე“ (ავლაბარი, ლომაურის ქ. 3), „დაიარა“ (ორთაჭალა, გორგასლის ქ. 73), „ლიბრეტო“ (ვაკე, ფალიაშვილის ქ. 11), „მოზაიკა“ (საბურთალო, გაზაფხულის ქ. 10), „გარდანი“ (გლდანი, ალექსი გობრონიძის ქ. 6) დედაქალაქის როგორც ცენტრალურ, ისე ისტორიულ უბნებში 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციით აშენდება და მობინადრეებს საშუალებას მისცემს 15 წუთის ფეხით სავალ მანძილზე ჰქონდეთ წვდომა ყველა საჭირო პროდუქტსა და სერვისთან. პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 200 მილიონ დოლარს შეადგენს.
„ბიოგრაფი ლივინგის“ მრავალფუნქციური საცხოვრებელი პროექტები – „საკენი“ – ვაჟა ფშაველას გამზირზე, „მატიანი“ – წერეთლის გამზირზე, „შანტანი“ – მაიაკოვსკის ქუჩაზე, მუშთაიდის პარკის წინ და ყველაზე მასშტაბური პროექტი „ჰისნი“, რომელიც ქ. დედოფლის გამზირზე მდებარეობს, 2023 წლიდან შენდება და მათი ჯამური საინვესტიციო ღირებულება 400 მილიონი დოლარია. მშენებარე პროექტების გაყიდვების მაჩვენებელი 2025 წლის მაისის მდგომარეობით 70%-ს აღწევს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალ პროექტებზე მოთხოვნას.
„,,ბიოგრაფი ლივინგის” მიზანი ურბანული განახლება და საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე მშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვაა. ქალაქის ცენტრალურ თუ ისტორიულ უბნებში, ერთ ეკოსისტემაში, 15 წუთიანი ქალაქის კონცეფციით მოქცეული ფიტნეს დარბაზები, აუზები, პადელის კორტები, საერთო სამუშაო სივრცეები, ცნობილი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბრენდების კაფე-რესტორნები, ელიტარული სუპერმარკეტები, აფთიაქი, ბანკი და სხვა სერვისები ფეხით სავალ მანძილზე, „ბიოგრაფი ლივინგის“ ღირებული შეთავაზებაა.
მობინადრეთათვის კომფორტის შექმნის გარდა, ,,ბიოგრაფი ლივინგის” მთავარი პრიორიტეტი მშენებლობის ხარისხი და უსაფრთხოებაა. შესაბამისად, ,,ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეფციებს გერმანული NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით ავღასრულებთ, მსოფლიოში ლიდერი ასევე გერმანული კომპანია Schüco-ს ალუმინის კარ-ფანჯრებს და მინის ფასადებს გამოვიყენებთ, რეზიდენტებს შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოვემსახურებით და ყოველი ახალი პროექტის განხორციელებისას ძალიან მკაცრი კრიტერიუმებით შევარჩევთ ყველა იმ პარტნიორს, ვინც „ბიოგრაფი ლივინგის“ გამორჩეულ ეკოსისტემას შექმნის“ – აცხადებს „ბიოგრაფი ლივინგის“ დირექტორი ვასილ ფხაკაძე.
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერული პროექტები არქიტექტურის თანამედროვე, ჭკვიანი ტექნოლოგიებითა და ეკო მეგობრული მიდგომებით ხორციელდება. პრემიალური ხარისხის ევროპული თუ ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალები, თბოიზოლაციისა თუ ხმის იზოლაციის და უსაფრთხოების უახლესი სისტემები კი უკეთესი ცხოვრების გარანტიას განაპირობებს. ,,ბიოგრაფი ლივინგის” დეველოპერულ პროექტებს გამოარჩევს მდებარეობა, მულტიფუნქციურობა, უნიკალური ხასიათი და არქიტექტურა, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თბილისის ურბანული გარემოს გაჯანსაღებასა და განახლებაში.