,,ბიოგრაფი ლივინგი“-ს მხარდაჭერით ,,არტ გალერეა ნობლესში“ მხატვარ შალვა მატუაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა

უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგი“-ს მხარდაჭერით ,,არტ გალერეა ნობლესში“ მხატვარ შალვა მატუაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაზე მხატვრის მიერ შეიქმნა ქართველი პრიმა ბალერინას, საქართველოს სახალხო არტისტის, ნინო ანანიაშვილის ცოცხალი ავტოგრაფი. ამასთან ერთად, გამოფენასთან დაკავშირებით, ,,არტ გალერეა ნობლესმა“ გამოსცა შალვა მატუაშვილის პერსონალური ალბომი, სადაც შესულია გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები, ტექსტუალურ ნაწილზე კი ხელოვნებათმცოდნე ლელა წიწუაშილმა იმუშავა.
დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგი“ ქართული ხელოვნების მხარდამჭერია. ბრენდი შექმნილია ქართულ მოტივებზე, ხოლო ვიზუალური იდენტობა ეხმიანება და ასახავს ქართული კულტურის მრავალფეროვნებას.
,,ბიოგრაფი ლივინგი“ ბრენდის იდეოლოგიას აგრძელებს და გალერეა ,,ნობლესთან“ ერთად მხარს უჭერს ქართული ხელოვნებისა და კულტურის განვითარებას და საერთაშორისო ბაზარზე მათ პოპულარიზაციას. გვჯერა, რომ ქართული ხელოვნება გააგრძელებს ტრადიციას და მისი უნიკალურობით კიდევ უფრო დიდ აღიარებას და წარმატებას მოიპოვებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშიროსო ასპარეზზე“, – განაცხადა ვასილ ფხაკაძემ, „ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
დეველოპერული კომპანიის მიზანია, აშენდეს პროექტები რომელშიც ისტორია და კულტურა შერწყმულია ქალაქის ძლიერ ენერგიასა და მის შეუჩერებელ პროგრესთან. ამასთან ერთად, შეიქმნას ადგილები, რომელსაც აქვს ხასიათი, აქვს კავშირი ქართულ იდენტობასთან, კულტურასთან და ხალხთან.
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგი“ ბაზარზე 2023 წლის მაისში გამოჩნდა და მომხმარებელს ორ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ პროექტს სთავაზობს. ,,საკენი“ – რომელიც მდებარეობს ვაჟა ფშაველას #25-ში და ,,მატიანი“ – წერეთლის გამზირი #45. პროექტებს გამოარჩევს მდებარეობა, მულტიფუნქციურობა, ასევე ხასიათი და არქიტექტურა, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თბილისის ურბანული გარემოს გაჯანსაღებასა და განახლებაში.
“ბიოგრაფი ლივინგის“ მიერ შექმნილი საცხოვრებელი პროექტები ხელს შეუწყობს ქალაქის საერთო კეთილდღეობასა და წარმატებას, ხოლო უძრავი ქონებით დაინტერესებულ პირებსა და პარტნიორებს სთავაზობს მუდმივად მზარდ ღირებულებებს. კომპანია მომავალ წელს კიდევ არაერთი მასშტაბური, ახალი პროექტების დაანონსებას გეგმავს.