“ნაპოლის” ცენტრფორვარდი ვიქტორ ოსიმენი მამუკა ჯუღელის განცხადებას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, ჯუღელმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ნიგერიელი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებდა.
ძვირფასო მამუკა ჯუღელო, ბინძური და სამარცხვინო ადამიანი ხარ. შენი მსჯელობის უნარის გამო მრცხვენია. რეგვენო! ჩემი სახელი აღარ ახსენო”, – დაწერა ოსიმენმა საკუთარ “ინსტაგრამ” გვერდზე.