ბინტი, სპირტი, საწვიმრები, პირბადეები, რესპირატორები – რის გამო დააყადაღეს არასამთავრობოების ანგარიშები

„იმედმა“ გაავრცელა იმ ნივთების ჩამონათვალი, რის გამოც 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები პროკურატურის მოთხოვნით სასამართლომ დააყადაღა. ჩამონათვალში მოხვდა პირბადეები, რესპირატორები და ის აუცილებელი სამედიცინო საშუალებები, რომელიც ცრემლმდენი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევაშია საჭირო.
ტელეკომპანია იმედმა დეტალურად გაავრცელა რამდენიმე ორგანიზაციის შესყიდვების შესახებ ინფორმაცია. სახელისუფლებო არხი აცხადებს, რომ „დოკუმენტი მოიპოვა“, რაშიც წერია „რისთვის დაიხარჯა მესამე სექტორის ფული“.
იმედის ცნობით, ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები დაყადაღდა, რადგან მათ შეისყიდეს გარკვეული სახის ნივთები. მათ შორის:
„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“:
· 8 ნიღაბი – 100 ლარი;
· 5 დამცავი სათვალე – 174 ლარი;
· 12 წყალგაუმტარი ქურთუკი – 1440 ლარი;
· 4 ნიღაბი – 40 ლარი;
· 4 მთლიანი ნიღაბი – 52 ლარი;
„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“:
· 35 ბინტი – 18,55 ლარი;
· 35 ეთანოლსეპტი (სადეზინფექციო ხსნარი) – 12,95 ლარი;
· 35 ლეიკოპლ getwell (ე.წ. სანტავიკი)
· 100 ნიღაბი (KN 95) – 224 ლარი;
· 22 რესპირატორი – 254,1 ლარი;
· 15 რესპირატორი – 109,5 ლარი;
· 2 აეროზოლი – 22,8 ლარი;
· 10 დამცავი კეპი – 149 ლარი;
· 4 სათვალე – 58,4 ლარი;
· 16 სათვალე – 246,4 ლარი;
· 35 წიწაკის სპერეი – 875 ლარი.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო გოცირიძე: არასამთავრობოების დაყადაღება ისეთი გამოკვეთილი ნაბიჯია საბჭოეთისკენ, აი, “უფასო” დიპლომი და ექიმი რომ ქრთამი ღირდა, საკვები რომ ტალონებზე იყო, მაგრამ პარტიული ბოსები ხიზილალას ჭამდნენ