ბინის ქირა შემცირდა – როგორია ფასები?

ბინის ქირა 10%-ით შემცირდა – როგორია ფასი?ბინის ქირა 10%-ით შემცირდა – როგორია ფასი?
თბილისში უძრავი ქონების ქირის ფასი 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია. ამის შესახებ “ კაპიტალის” მიერ გამოქვეყნებულ საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული.
როგორც მიმიხილვაში ვკითხულობთ, 2025 წლის სექტემბერში, დედაქალაქში ბინის საშუალო გასაქირავებელი ფასი 1 კვადრატულ მეტრზე 10.2 დოლარი იყო, რაც 2024 წლის მონაცემებთან შედარებით, 10%-ით ნაკლებია.
გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ ამონაგები წლიურ ჭრილში 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 8.5%-ზე შენარჩუნდა.
ამასთანავე, “ს” კვლევის თანახმად, 2025 წლის სექტემბერში თბილისში 3 869 ბინა გაიყიდა, რაც 2024 წლის სექტემბრის მაჩვენებელს 13%-ით აღემატება.