ბინები დუბაისა და პარიზში, მიწის ნაკვეთები, ბიზნესები – რა ქონება ფლობს „რუსული კანონის“ მხარდამჭერი დეპუტატის ოჯახი

2024 წლის დეკლარაციის მიხედვით, პარლამენტის დეპუტატის ანტონ ობოლაშვილის ოჯახი უძრავი ქონებიდან ფლობს 5 მიწის ნაკვეთს, 3 ავტოფარეხს, 6 ბინას, ერთ არასაცხოვრებელ ფართს და ერთ საცხოვრებელ სახლს. რაც შეეხება მოძრავ ქონებას, მათ საკუთრებაშია 3 ავტომანქანა და 3 საათი.
დეპუტატის მეუღლის, ლია ობოლაშვილის სახელზეა 3 ავტოფარეხი (30 000 დოლარი), 879 177 ლარის ღირებულების 4 ბინას, 2 000 დოლარის ღირებულების მიწის ნაკვეთს, 100 000 ლარად ნაყიდ საცხოვრებელ სახლს და 479 000 ლარად შეძენილ არასაცხოვრებელ ფართს.
რაც შეეხება თავად დეპუტატას, ის ფლობს 1 165 025 ევროდ ნაყიდ ბინას პარიზში, 4 443 409.56 დირჰამის (დღევანდელი კურსით – 3 363 121.74 ლარი) ღირებულების 2 ბინას დუბაიში და 58 000 ევროდ ნაყიდ ავტოფარეხს საფრანგეთში. ( ავტოფარეხის 50%-ს ლია ფლობს). დეპუტატმა ეს ყოველივე 2013-2019 წლებში შეიძინა.
ასევე, მის სახელზეა 4 მიწის ნაკვეთი (3 შემთხვევაში 33,3%-იან წილს ფლობს, ერთი ნაკვეთი კი 2 000 დოლარად აქვს შეძენილი).
რაც შეეხება მოძრავ ქონებას, ლია ობოლაშვილი ფლობს 96 000 ლარად ნაყიდ PORSHE-CAYENE IW552II-ს. დეპუტატი კი 47 500 დოლარის 3 საათს და 182 000 ევროს ღირებულების 2 ავტომანქანას (PORSHE-CAYENE).

„რუსული კანონის“ მხარდამჭერ დეპუტატს დანაზოგის სახით აქვს: 80 000 ლარი, 40 000 დოლარი და 35 000 ევრო.
ის წილებს ფლობს შემდეგ კომპანიებში;
1) შპს გლობალინვესთმენთ საქართველო – 100%
2) შპს ჯეომედიცინი საქართველო – 35%
3) შპს გლობალფარმი საქართველო – 100%
4) შპს ბეიბი ლენდ საქართველო – 50%
5) შპს Beauty Life საქართველო – 100%
6) შპს დანი 2012 საქართველო – 70%
7) შპს ჰოსთ ჰაუზ საქართველო – 50%
8) შპს სააფთიაქო სახლი – 25%
9) შპს W/M ინვესთმენთი – 25%
10) შპს ვესთ თრეიდინგ WEST TRAIDING – 100%
11) შპს გლობალ რეალ ისთეით – 100%
12) შპს ველლ ჰაუზ დეველოპმენტი – 100%
13) შპს მონოგრაფი – 100%
14) შპს სომინი – 100%
15) შპს კეონი აკადემია – 100%
დეპუტატს პარლამენტიდან 2023 წელს ხელფასის სახით მიღებული აქვს 42 910.72 ლარი.