ბინების გატეხვა და ფულის გათეთრება – ქართული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაცია ესპანეთში

ბინების გატეხვა და ფულის გათეთრება – ესპანეთის უწყებები სწორედ ამ დანაშაულს უკავშირებენ ქართულ მაფიას, რომლის წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების 30-ზე მეტი წევრი. დაკავებულებს შორის არიან ქალებიც და ვრცელდება დადასტურებული ინფორმაცია, რომ დაკავებულთა შორის ერთი ე.წ. კანონიერი ქურდია.
ქართული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაციას სპეციალური სახელი აქვს, “შოტკა” – ასე დაარქვეს ოპერაცია ესპანელმა სამართალდამცავებმა.
ჩხრეკა ათობით ლოკაციაზე ჩატარდა. ერთ-ერთი ასეთი ადგილი გზავნილების ოფისია.
საპოლიციო ღონისძიებაში ესპანეთის ეროვნულ გვარდიასთან ერთად, ჩართული იყო ამერიკის ფედერალური ბიურო და ინტერპოლი.
გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის ძირითადი ეპიცენტრი იყო ბარსელონა, თუმცა სპეცოპერაციები ჩატარდა ესტეპონაში, მარბელსა და ალი-კანტეშიც.
მასშტაბურ სპეცოპერაციაში პოლიციის 350-ზე მეტი აგენტი მონაწილეობდა.
“კურიერი” დაკავებულის ოჯახის წევრებს ესაუბრა. მათი თქმით, ბრალდება აბსურდულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა