ბინა, მიწინს ნაკვეთი, არასაცხოვრებელი ფართები, წილები სხვადასხვა კომპანიაში – რა ქონებას ფლობს ნინო წილოსანი

2024 წლის დეკლარაციის მიხედვით, პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ნინო წილოსანი, უძრავი ქონებიდან, ფლობს 2 არასაცხოვრებელ ფართს, 1 მიწის ნაკვეთს და 1 ბინას.
ორივე არასაცხოვრებელი ფართის შემთხვევაში, ის 33%-იანი წილის მფლობელია. რაც შეეხება 409 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, დეპუტატმა ის 2011 წელს ოზურგეთის რაიონ დაბა ურეკში, 40 000 ლარად შეიძინა.
წილოსანის საკუთრებაში არსებული ბინა 2014 წელსაა შეძენილი და მასში 250 000 ლარია გადახდილი. ბინა მდებარეობს თამარაშვილის გამზირზე და არის 224.7 კვ.მ. სიდიდის.
დეკლარაციის შევსების მომენტში, დეპუტატს „ს“ ანგარიშზე ჰქონდა 4 593.86 ლარი და 400.97 დოლარი. ხოლო, „თი-ბი-სი ბანკის” ანგარიშზე ჰქონდა 1 339.53 GEL, ანაბარზე კი 2 500 დოლარი.
როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, მას დანაზოგის სახით აქვს 183 000 USD და 130 000 GEL.
ასევე, წილოსანს აქვს წილები შემდეგ კომპანიებში:
შპს შპს S.R.O Almitrans (ჩეხეთი) – 25%

შპს შპს U.S TRADING COMPANY () – 25%
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს „ენდუო-კონცეპტ საქართველო“ (თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი) – 23%
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს „ენდუო საქართველო“ (თბილისი, ვაკის რაიონი) – 10%
შპს „მკურნალი 2022“ (თბილისი, დიღომი) – 52%
როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, საჩუქრის სახით (მშობლის საკუთრებაში არსებული უძრავის ქონების გასხვისების შედეგად მიღებული თანხა) მიღებული აქვს 83 000 დოლარი.
ასევე, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მან (2023 წელს) შვილის სწავლისა და საცხოვრებლის გადასახადში 120 000 ლარზე მეტი გადაიხადა:
ერთი შვილის სწავლისა და საცხოვრებლის გადასახადი – 20 588.34 GBP
მეორე შვილის სწავლის გადასახადი – 15 968.61 GEL
მესამე შვილის სწავლის გადასახადი – 22 241 USD.

ასევე დაგაინტერესებთ