“ბილწსიტყვაობა თუ შეიზღუდა, ყველას მოგვიწევს, წავიდეთ ციხეში” – რას ამბობდა თეა წულუკიანი 2019 წელს

2019 წელს, მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, პირველ არხთან, ჟურნალისტის კითხვას: –უნდა იყოს თუ არა დასჯადი ბილწსიტყვაობა, გაიგო თუ არა მან, რა უნდათ სალომე ზურაბიშვილს, ირაკლი სა და მამუკა ბახტაძეს და რას გულისხმობენ ისინი, როცა ახლებური რეგულაციის საჭიროებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ბილწსიტყვაობა, ცილისწამება და „ფეიკნიუსი“ როგორღაც უნდა შეიზღუდოს? – ასე უპასუხა:
“არ მსმენია, ვინმე ამბობდეს, რომ ბილწსიტყვაობა უნდა შეიზღუდოს. ბილწსიტყვაობა თუ შეიზღუდა, ყველას მოგვიწევს, წავიდეთ ციხეში. ამიტომ ალბათ ბილწსიტყვაობა გამოხატვის თავისუფლებით უნდა დარჩეს დაცული. თუმცა, ყველანი აღზრდილები ვართ, მშობლები გვასწავლიან და ვიცით, რომ ბილწსიტყვაობა ცუდია. ახლა მე და თქვენ რომ უცებ შლეგები გავხდეთ და ღია ეთერში ბილწსიტყვაობა დავიწყოთ, ეს, რა თქმა უნდა, მოსაწონი არ იქნება, მაგრამ ბილწსიტყვაობა, თუ ეს ხულიგნობა არ არის, როგორც ამას სისხლის სამართლის შესაბამისი ნორმა ახასიათებს, ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში არ გადადის, დასჯადი არ უნდა იყოს“
დღეს, როცა მონის, არაქალის, და მსგავსი სიტყვების დაპოსტვის გამო, ათობით ადამიანის გასამართლებას აპირებენ, 2019 წელს ნათქვამი, ს ეს სიტყვები ბევრმა გაიხსენა სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ტაბლიაშვილი: ვიკითხოთ, რაზე თუ რეიზა გამოცა ხალხი ქუჩაში და… მე ჩემს აზრს გეტყვით – მხოლოდ მაშინ, როცა ესენი მოგვცემენ საბაბ-მიზეზს, და ეს შეიძლება იყოს… საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება!

ვოლოდიმირ ზელენსკი – უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიები უკრაინისთვის, რაზეც ტრამპმაც გამოხატა მხარდაჭერა, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება უკრაინის ევროპულ და ნატო-ს პერსპექტივაზე – პუტინი ვერავის მოტყუებას ვერ შეძლებს