ბილსტრომი: თურქეთი შვედეთის NATO-ში მიღების რატიფიცირებას მომდევნო კვირებში გეგმავს

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტობიას ბილსტრომის ინფორმაციით, თურქეთმა შვედეთს შეატყობინა, რომ მის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას თურქეთის პარლამენტი მომდევნო კვირების მანძილზე მოახდენს.
“მქონდა ორმხრივი საუბარი ჩემ კოლეგასთან, თურქეთის საგარეო მინისტრთან, რა დროსაც მან მითხრა, რომ მისი მოლოდინით, რატიფიცირება მომდევნო კვირებში უნდა მოხდეს”. – ამბობს ბილსტრომი.
აღნიშნული სიახლე თურქეთს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.
იმისთვის, რომ შვედეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუერთდეს, პროცესს მხარი ბლოკის 31-ივე წევრმა უნდა დაუჭიროს.
უნგრეთი არის კიდევ ერთი ქვეყანა, რომელსაც შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება არ მოუხდენია, თუმცა, ბილსტრომი დარწმუნებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ უნგრეთის მხრიდან რატიფიცირება დამოკიდებულია თურქეთის გადაწყვეტილებაზე.
ერდოღანმა შვედეთის NATO-ში მიღების პროტოკოლი რატიფიკაციისთვის პარლამენტს 23 ოქტომბერს გაუგზავნა. თუმცა, 16 ნოემბერს, თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადზე კენჭისყრა გადადო.
პრეზიდენტ ს მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებული კომიტეტის თავმჯდომარის, ფუატ ოქტაის თქმით, ისინი მოლაპარაკებების გაგრძელებას გეგმავენ და კანონპროექტი, შესაძლოა, დღის წესრიგში მომავალი კვირის განმავლობაში დააბრუნონ, თუმცა კონკრეტულ ვადებზე არ უსაუბრია.

ასევე დაგაინტერესებთ