ბითაძის 7 ქულა და 9 მოხსნა არასრულ 10 წუთში – “ნიო ორლეანთან”

წაგებულთა რიგებში პაოლო ბანკერომ 15 ქულა მიითვალა,
კოულ ენტონიმ და ჯეილენ საგსმა კი 11-11. მოხსნებით გუნდში (და მატჩშიც) ყველას გოგამ აჯობა. “ნიუ ორლეანს” ჯორდან ჰოუკინსმა ულიდერა 18 ქულით. ზაიონ უილიამსონის ანგარიშზე 16 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასია.
ერთი საინტერესო ფაქტი: “ორლანდოს” სასტარტო ცენტრმა ვენდელ კარტერ ჯუნიორმა კოჭის ტრავმა მიიღო და მან ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო. თუ მისი დაზიანება სერიოზულია, გოგას მეტი თამაში მოუწევს. შემდეგ მატჩში, 10 ოქტომბერს, “ორლანდო” სანდრო მამუკელაშვილის “სან ანტონიოს” დაუპირისპირდება.
GBF.GE