ბითაძის 6 წუთი – “ორლანდომ” “კლივლენდის” 16-მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ორლანდო მეჯიქი” “კლივლენდ კავალიერსს” ესტუმრა და 108:103 დაამარცხა, ამით კი მასპინძელთა ზედიზედ 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა.
სამწუხაროდ, “ორლანდოს” რიგებში ბოლო პერიოდში გოგა ბითაძეს ძირითად ხუთეულში ვეღარ ვხედავთ, საქართველოს ნაკრების ცენტრი მოედანზე მესამე მეოთხედის ბოლოს გამოჩნდა და მხოლოდ 6 წუთი ითამაშა, რა დროშიც 3 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე “მეჯიქის” ლიდერი პაოლო ბანჩერო გახდა, რომელმაც 38 წუთში 24 ქულა, 11 მოხსნა და 7 შედეგიანი პასი მიითვალა.
“კლივლენდიდან” დონოვან მიჩელმა საკუთარ გუნდს
34 წუთში 23 ქულა, 6 მოხსნა და 5 ასისტი შესძინა.
ამრიგად, “ორლანდო” 32 მოგებითა და 37 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს, “მეჯიქი” მორიგ შეხვედრას 20 მარტს, “ჰიუსტონ როკეტსის” წინააღმდეგ გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში