ბითაძის 6 წუთი – “ორლანდომ” “ვაშინგტონი” დაამარცხა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ორლანდო მეჯიქმა” “ვაშინგტონ ვიზარდსი” 120:105 დაამარცხა.
სტუმართა რიგებში გოგა ბითაძემ მოედანზე მხოლოდ 6 წუთი გაატარა, რა დროშიც მან საკუთარ გუნდს 1 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე პაოლო ბანკერო გახდა, “ორლანდოს” ლიდერმა 30 წუთში 30 ქულა, 8 მოხსნა და 5 ასისტი დააგროვა.
“ვაშინგტონიდან” ალექსანდრ სარმა 28 წუთში 19 ქულა, 10 მოხსნა და 2 საგოლე პასი მიითვალა.
ამრიგად, “ორლანდო” 33 მოგებითა და 38 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8
ადგილს იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 25 მარტს, “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” წინააღმდეგ გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში