ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ორლანდო მეჯიქი” “ნიუ იორკ ნიქსს” დაუპირისპირდა და 98:94 გაიმარჯვა.
სტუმართა რიგებში გოგა ბითაძემ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო, ქართველმა ცენტრმა მოედანზე 29:01 წუთი გაატარა, რა დროშიც 3 ქულა, 11 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე პაოლო ბანკერო გახდა, “მეჯიქის” ლიდერმა 20 ქულა, 6 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა.
“ნიქსიდან” მაილს მაკბრაიდმა 20 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი დააგროვა.
ამრიგად, “ორლანდო” 22 გამარჯვებითა და 18 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს
იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 18 იანვარს, “ატლანტა ჰოუქსის” წინააღმდეგ გამართავს.
“ნიქსი” 23 მოგებითა და 17 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა, ტომ ტიბოდოს გუნდი 18 იანვარს, “ჰიუსტონ როკეტსს” დაუპირისპირდება.