ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “გოლდენ სტეიტ უორიორსმა” “ორლანდო მეჯიქი” 104:99 დაამარცხა.
სტუმართა რიგებში გოგა ბითაძემ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, ქართველმა ცენტრმა მოედანზე 20:09 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 14 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
“გოლდენ სტეიტის” ლიდერმა სტეფ კარიმ 34:18 წუთში 24 ქულა, 1 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი დააგროვა.
ენდრიუ უიგინსმა 35:08 წუთში 25 ქულა, 2 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა.
ამრიგად, “ორლანდო მეჯიქი” 24 მოგებითა და 27 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს
იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 6 თებერვალს “საკრამენტო კინგსის” წინააღმდეგ გამართავს.
“გოლდენ სტეიტი” 25 გამარჯვებითა და 24 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზეა, “უორიორსი” 6 თებერვალს “იუტა ჯაზს” შეხვდება.