ბითაძის 17 წუთი – “ორლანდო” “ჩიკაგოსთან” 2 ქულით დამარცხდა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ორლანდო მეჯიქი” შინ “ჩიკაგო ბულზთან” 123:125 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში გოგა ბითაძე შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, ქართველმა ცენტრმა მოედანზე 17 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 1 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე კობი უაითი გახდა, “ხარების” უკანახაზელმა 36 წუთში 44 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი დააგროვა.
“მეჯიქიდან” პაოლო ბანკერომ საკუთარ გუნდს 38 წუთში 20 ქულა, 9 მოხსნა და 3 ასისტი შესძინა.
ამრიგად, “ორლანდო” 29 მოგებითა და 35 წაგებით
აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს, “მეჯიქი” მორიგ შეხვედრას 9 მარტს, “მილუოკი ბაქსის” წინააღმდეგ გამართავს.
“ჩიკაგო” 25 გამარჯვებითა და 38 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზეა, “ხარები” 9 მარტს “მაიამი ჰიტს” დაუპირისპირდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში