ბითაძის 12 ქულა, 12 მოხსნა და “ორლანდოს” ზედიზედ მე-4 გამარჯვება [VIDEO]

გოგა ბითაძის წარმატებული თამაში გრძელდება. ქართველ ცენტრთან ერთად წარმატებულად ასპარეზობს მისი გუნდი “ორლანდო მეჯიქი”, რომელმაც მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად მისი მეტოქე იყო გოგას ყოფილი კლუბი “ინდიანა პეისერსი”, რომელიც “მეჯიქმა” დაძაბულ ბრძოლაში 94:90 დაამარცხა. ეს გამოდგა ზედიზედ მე-12 შინ მოგებული მატჩი “ორლანდოსთვის”.
ქართველი ცენტრი კვლავ სასტარტო შემადგენლობაში იყო და NBA-ის მიმდინარე სეზონში მესამე ორმაგი დუბლი ჩაიწერა: 12 ქულა, 12 მოხსნა. მან მოედანზე 28 წუთი გაატარა, 7-დან 6 ორქულიანი გამოიყენა და სტატისტიკა თითო ჩაჭრა-პასითა და 2 დაფარებით გაიმდიდრა.
კვლავ
გამორჩეული მატჩი ჰქონდა “ორლანდოს” გერმანელ ფორვარდს, ფრანც ვაგნერს, რომელმაც 29 ქულა ჩააგდო.
“მეჯიქს” 7 მოგება, 6 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მესამე ადგილზეა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში