“ორლანდო მეჯიქის” ქართველი ცენტრის, გოგა ბითაძის სათამაშო დრო მიმდინარე სეზონში კიდევ უფრო გაიზრდება. ცნობილი ამერიკელი ინსაიდერის, შემს ჩარანიას ცნობით, “მეჯიქის” ცენტრმა მო ვაგნერმა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.
ტრავმის გამო “ორლანდოს” უკვე რამდენიმე კვირაა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი პაოლო ბანკერო ვერ ეხმარება, იმავე მიზეზით კი გარკვეულ პერიოდს მო ვაგნერის ძმა, ასევე გუნდის გამორჩეული მოთამაშე ფრანც ვაგნერიც ტოვებს.
მიმდინარე სეზონში გოგას ანგარიშზე უკვე 10 ორმაგი დუბლია. ქართველი “მეჯიქის” ხუთეულის უცვლელი წევრი გახდა, ბითაძე საშუალოდ 9.5 ქულას, 8.0 მოხსნასა
და 1.9 შედეგიან პასს აგროვებს.
ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი 18 მოგებითა და 12 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, “ორლანდო” მორიგ შეხვედრას 24 დეკემბერს “ბოსტონ სელტიქსის” წინააღმდეგ გამართავს.
