ბითაძის “ორლანდომ” მამუკელაშვილის “სან ანტონიოს” სძლია | ქართული დერბი ნბა-ში [VIDEO]

ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ქართველი მოთამაშეების გუნდები შეხვდნენ. სანდრო მამუკელაშვილის “სან ანტონიომ” გოგა ბითაძის “ორლანდოს” უმასპინძლა და 105:116 დამარცხდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა კალათბურთელებმა, რომელთაგან უფრო მეტი მამუკელაშვილმა ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო მეოთხედის წინ სან ანტონიო მეტოქეს 5 ქულით ამარცხებდა, თუმცა “ორლანდომ” ბოლო პერიოდი 37:21 მოიგო და შეხვედრაც გამარჯვებით დაასრულა. გოგა ბითაძემ პარკეტზე 11:52 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. გოგამ ერთი ორქულიანი ისროლა და ჩააგდო. სანდრო მამუკელაშვილმა 19:01 წუთი ითამაშა. მან 4 ცდიდან
ერთი სამქულიანი ჩააგო და ორი ორქულიანი ააცილა.
“ორლანდოს” პაოლო ბანკერომ 24 ქულით, 10 მოხსნითა და 4 პასით ულიდერა. ფრანც ვაგნერს 24 ქულა, 5 მოხსნა და 7 პასი ჰქონდა. სან ანტონიოში ჰარისონ ბარნსი 24 ქულით გამოირჩა. “ორლანდო” 37 მოგებითა და 40 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა. ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს სტუმრად “ვაშინგტონ უიზარდსთან” გამართავს, ხოლო მამუკელაშვილის “სან ანტონიო” “დენვერ ნაგეთსს” ესტუმრება.
GBF

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში