ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ორლანდო მეჯიქი” შინ “ნიუ იორკ ნიქსთან” 85:108 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში გოგა ბითაძემ თამაში ტრადიციულად ძირითად ხუთეულში დაიწყო.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე 30:35 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 11 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი და 2 დაფარება მიითვალა.
“ნიქსიდან” საუკეთესო ჯეილენ ბრანსონი გახლდათ, ამერიკელმა უკანახაზელმა 36:43 წუთში 26 ქულა, 3 მოხსნა და 9 ასისტი დააგროვა.
ამრიგად, “მეჯიქი” 19 მოგებითა და 14 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას
30 დეკემბერს, “ბრუკლინ ნეტსის” წინააღმდეგ გამართავს.
“ნიქსი” 21 გამარჯვებითა და 10 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა. “ნიუ იორკი” 29 დეკემბერს, “ვაშინგტონ ვიზარდსს” დაუპირისპირდება