ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში “ორლანდო მეჯიქმა” “ფინიქს სანსი” 115:110 დაამარცხა. აღნიშნული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კი მასპინძელთა ცენტრი გოგა ბითაძე გახდა.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 30:38 წუთი გაატარა რა დროშიც 21 ქულა, 16 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი დააგროვა.
არიზონელებს ტრავმის გამო გუნდის ლიდერი კევინ დურანტი ვერ დაეხმარა. მის არყოფნაში “ფინიქსს” დევინ ბუკერმა ულიდერა, რომელმაც 38:16 წუთში 25 ქულა, 4 მოხსნა და 7 ასისტი დააგროვა.
“ორლანდოდან” ასევე გამორჩეული იყო ჯეილენ საგსი, უკანახაზელმა საკუთარ გუნდს 26 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი
პასი შესძინა.
ამრიგად, “ორლანდო მეჯიქი” 17 მოგებითა და 9 მარცხით, აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილს იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 11 დეკემბერს, “მილუოკი ბაქსის” წინააღმდეგ გამართავს.
“ფინიქსი” 12 მოგებითა და 11 მარცხით, დასავლეთ კონფერენციაში მეათე ადგილზეა, “სანსი” 14 დეკემბერს, “იუტა ჯაზს” დაუპირისპირდება.