ბითაძის ბრწყინვალე მატჩი – “ორლანდომ” “საკრამენტო” დაამარცხა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “საკრამენტო კინგსი” “ორლანდო მეჯიქთან” 111:130 დამარცხდა.
სტუმართა რიგებში გოგა ბითაძე ტრადიციულად ძირითად ხუთეულში ვიხილეთ. ქართველმა მოედანზე 22:32 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 2 დაფარება დააგროვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე “ორლანდოს” ერთ-ერთი ლიდერი ფრანც ვაგნერი გახდა, გერმანელმა 26:47 წუთში 31 ქულა, 5 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა.
“საკრამენტოდან” დომანტას საბონისმა 31:44 წუთში საკუთარ გუნდს 21 ქულა, 13 მოხსნა
და 3 შედეგიანი პასი შესძინა.
ამრიგად, “ორლანდო მეჯიქი” 25 მოგებითა და 27 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 7 თებერვალს “დენვერ ნაგეთსის” წინააღმდეგ გამართავს.