ბითაძე: ჩემს შვილიშვილებს, რომლებიც ევროკავშირის მოქალაქეები იქნებიან …

დეპუტატი, რომელმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირა, ზურაბიშვილზე ამბობს, რომ ის რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.
“დაიმახსოვრეთ ეს ქალი კარგად – ქალი, რომელიც პირდაპირ ძირს უთხრის საქართველოს, ქალი, რომელიც ევროპული ფრონტის კი არა, პირდაპირ რუსეთის და ჩვენი ქვეყნის კიდევ სხვა მტრების წისქვილზე ასხამს წყალს, ვისაც უნდა ეს ქვეყანა მუდმივი რყევებში იყოს, არ ქონდეს სუვერენული უფლებები და ხან ერთის ჭკუაზე იაროს და ხან მეორისაზე.
რეალურად, მებრალება, რადგან ერთადერთი შანსი, ისტორიაში “პოზიტიურად” დარჩენილიყო, მან უკვე გაუშვა, ხოდა აი, ჩემს შვილიშვილებს, რომლებიც ევროკავშირის მოქალაქეები იქნებიან, ისტორიას რომ შეასწავლიან სკოლაში, ამ ქალზეც იქნება იქ ერთი 2 წინადადება, მის მოღალატეობრივ, დიპლომატიის კუთხით უნიჭო და ამპარტავან ქმედებებზე. დანარჩენი წვრილფეხოფა კი – ისტორიის წიგნებში სახელები და გვარებითაც არ იქნებიან მოხსენიებული”, – წერს ბითაძე.
დეპუტატი გააღიზიანა ზურაბიშვილს განცხადებამ, სადაც პრეზიდენტი ამბობს, რომ არჩევნებზე პროევროპული ფრონტის ლიდერი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო