ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ორლანდო მეჯიქი” “იუტა ჯაზთან” 99:113 დამარცხდა, აღსანიშნავია, რომ “მეჯიქი” ბოლო 5 თამაშიდან 4-ში დამარცხდა.
“ორლანდოს” ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო, მან მოედანზე 15:54 წუთი გაატარა, რა დროშიც 3 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე კოლინ სექსტონი გახდა, რომელმაც 22 ქულა, 5 მოხსნა და 8 შედეგიანი პასი დააგროვა.
ამრიგად, “ორლანდო მეჯიქი” 24 მოგებითა და 26 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს, “მეჯიქი” მომდევნო შეხვედრას 4 თებერვალს
“გოლდენ სტეიტთან” გამართავს.