ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “გოლდენ სტეიტმა” “ორლანდო მეჯიქს” უმასპინძლა და 121:115 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ცენტრმა გოგა ბითაძემ თამაში კვლავ ძირითად ხუთეულში დაიწყო. ახალგაზრდა კალათბურთელმა 26:13 წუთში 13 ქულა, 7 მოხსნა და 1 ასისტი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ გოგას სროლის 100%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე NBA-ს სუპერვარსკვლავი სტეფ კარი გახდა. გამთამაშებელმა 35:14 წუთში 36 ქულა, 2 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი დააგროვა.
“მეჯიქიდან” საუკეთესო პაოლო ბანკერო გახდა. მან თავის გამოჩენა 27 ქულით, 12 მოხსნითა და 6 ასისტით მოახერხა.
ამრიგად, “ორლანდო მეჯიქი” 19
გამარჯვებითა და 14 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 4 იანვარს, “საკრამენტო კინგსის” წინააღმდეგ გამართავს.
“გოლდენ სტეიტი” 16 მოგებითა და 17 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა. “ოქროსშტატელები” 5 იანვარს “დენვერ ნაგეთსს” დაუპირისპირდებიან.