ბითაძემ თავის გუნდს ულიდერა – “ორლანდო” “მინესოტასთან” დამარცხდა [VIDEO]

ბოლო პერიოდია, “ორლანდო მეჯიქი” წაგებას მოგებას უნაცვლებს და პირიქით. ნიუ იორკში მოგების შემდეგ ფლორიდელებმა მძიმე მატჩი გადაიტანეს შინ “მინესოტასთან”, რომლის განმავლობაში მხოლოდ 89 ქულა ჩააგდეს და საბოლოოდ 89:104 დამარცხდნენ.
“მეჯიქის” ბომბარდირი გოგა ბითაძე გახდა, რომელმაც 30 წუთში 15 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მოაგროვა. მის ანგარიშზე 11-დან 7 ორქულიანია. გოგა ორლანდოში საუკეთესო იყო საერთო სარგებლიანობითაც – ის გუნდის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად ჩამოყალიბდა ტრავმირებული ლიდერების არყოფნაში. დღე-დღეზე დაბრუნდება მთავარი ლიდერი პაოლო ბანკერ და საინტერესოა ეს რა
გავლენას მოახდენს ქართველი ცენტრის პოლზე.
14 ქულა ჰქონდა კალებ ჰუსტანს, ხოლო მატჩის საუკეთესო მინესოტელი ჯულიუს რენდლი გახდა, რომელმაც 23 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. ორმაგი დუბლი ჩაიწერა ფრანგმა ცენტრმა რუდი გობერმა, რომელმაც ბითაძესთან ბრძოლაში მხოლოდ 10 ქულა (12 მოხსნა) მოაგროვა.
“ორლანდოს” 22 მოგება, 17 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩი შინ “მილუოკისთან” 11 იანვარს ელის.
GBF

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში