საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკმა, პარტნიორ კომაპანიებთან თანამშრომლობით, ვაჭრობის სექტორში მომუშავე ბიზნესმომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზებები მოამზადა.
შეთავაზებები, რომლებიც საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ, მოიცავს ფასდაკლებებსა და უფასო სერვისებს ფინანსურ, ტექნოლოგიურ თუ სხვა მიმართულებებზე. მათ შორისაა:
1. ბუღალტრული და საგადასახადო მომსახურება 3 თვიანი უფასო პერიოდით Nexia-სგან
Nexia Georgia-ს მცირე ბიზნესისთვის შექმნილი პროექტი – Nexia 4SME საქართველოს ბანკის სასტარტო ნაკრების მომხმარებლებს 3 თვის განმავლობაში სრულიად უფასო ბუღალტრულ და საგადასახადო სერვისს სთავაზობს.
Nexia Georgia საერთაშორისო საბუღალტრო და საკონსულტაციო გლობალური ქსელის, Nexia-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. იგი 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და 700-ზე მეტ მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესს უწევს მომსახურებას აუდიტის, ფინანსების, საბუღალტრო, საგადასახადო და იურიდიული მიმართულებებით.
2. 40%-იანი ფასდაკლება FollowUP CRM-ზე 3 თვის განმავლობაში
FollowUP CRM ერთიანი, მულტიფუნქციური პლატფორმაა ქართული ბიზნესისთვის, რომელიც აერთიანებს CRM-ს, ყველა საკომუნიკაციო არხს, ქართულენოვან AI თანამშრომელს, მარკეტინგის, გაყიდვებისა და პროცესების ავტომატიზაციას, ჯავშნებს, ანალიტიკას და სხვა მრავალ ინსტრუმენტს.
ბიზნესშეთავაზება მოიცავს: 50%-იან ფასდაკლებას დანერგვის ღირებულებაზე; პირველი 3 თვე 40%-იან ფასდაკლებას ყოველთვიურ სააბონენტოზე; 10 ავტომატიზაციას უფასოდ; პერსონალური ციფრული ბიზნეს კონსულტანტისა და პერსონალური ტექნიკური კონსულტანტის მომსახურებას, ასევე გლობალურ განახლებებს უფასოდ.
3. გაყიდვების სტრატეგია 35%-იანი ფასდაკლებით სოლუშენერისგან
სოლუშენერის ბიზნესკონსულტანტების გუნდი მცირე და საშუალო ბიზნესებს ხელშესახები კომერციული უპირატესობის მოპოვებასა და გაყიდვების ზრდაში უწყობს ხელს.
საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს სოლუშენერი ბიზნესანალიტიკასა და ბაზრის მიმოხილვას უფასოდ, ხოლო ყველა დანარჩენ სერვისზე 35%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. ესენია: გაყიდვების, მარკეტინგის და PR-ის ერთიანი სტრატეგიის შექმნა; ბიზნემოდელის შერჩევა ან განახლება; პროდუქტების და ფასების ფორმირებაან განახლება; კომერციული გუნდის დაკომპლექტება; კომპეტენციების განახლება და ტრენინგები.
4. ინდივიდუალური ბიზნესქოუჩინგი BPN Georgia-სგან
შვეიცარიული ორგანიზაცია BPN Georgia საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს სთავაზობს ინდივიდუალურ ქოუჩინგს და საქმიანობის გაანალიზებას.
შეთავაზების ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ დაესწროთ ვორკშოპს, სადაც:
