ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ მიიჩნევს, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს

ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის” მიიჩნევს, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს.
ბიზნესასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, შეწყდეს კანონპროექტის განხილვა და ყველა მხარემ კონსოლიდირებული და მშვიდობიანი გამოსავალი ერთობლივად მოძებნოს.
„ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის” რჩება საკუთარ პოზიციაზე და კვლავაც მიაჩნია, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს.
გასული წლის მსგავსად(იხილეთ განცხადება) აღნიშნულმა კანონპროექტმა საზოგადოების დაყოფა და პოლარიზაციის ზრდა გამოიწვია, რაც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
სიტუაცია მკვეთრად დაძაბულია, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს მშვიდ და სტაბილურ განვითარებას.
ბიზნესასოციაცია, რომელიც 100-მდე წევრს აერთიანებს 65-ზე მეტი კომპანიიდან მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, შეწყდეს კანონპროექტის განხილვა და ყველა მხარემ კონსოლიდირებული და მშვიდობიანი გამოსავალი ერთობლივად მოვძებნოთ“, – აღნიშნულია ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.